welcome to shuakhevi

შუახევის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონშია, 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (6,3 კმ) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (2,5 კმ), სამხრეთით თურქეთი (46 კმ), აღმოსავლეთით ხულოს მუნიციპალიტეტი (78 კმ), დასავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი (31,5 კმ) და ქობულეთის მუნიციპალიტეტი (29,5 კმ). შუახევის მუნიციპალიტეტის ფართობია — 588 კმ².

შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი — მიღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 28 თებერვალს №1 დადგენილებით.

გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი — მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „შუახევი“

იანვარი 2025
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
10°C

მთლიანობაში: ნათელი და მზიანი

შემდეგი 24 საათი: წვიმა შესაძლებელია

Clear sky